Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი კურჟავას გაფორმებას ცდილობს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი პსჟ-სთან ლეივინ კურჟავას ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს.

Calciomercato-ს ინფორამციით, ნერაძური მას ივან პერიშიჩის შემცვლელად მოიაზრებს, რომელთანაც ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება და სავარაუდოდ ხორვატი ფეხბურთელი გუნდს სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

29 წლის ფრანგი ფეხბურთელი პსჟ-ში სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და პარიზის დატოვება ზამთარშივე სურს. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 10 მილიონია, თუმცა ნერაძური მის იჯარით გაფორმებას გეგმავს, შემდგომში გამოსყიდვის პერპსექტივით.