Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლაუტაროსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობას იწყებს

ლაუტარო მარტინესის ინტერიდან წასვლა ფაქტობრივად გამოირიცხა. ფეხბურთელის აგენტმა ამ თემაზე თავად ისაუბრა და დაადასტურა, რომ არგენტინელი ფეხბურთელი ინტერში რჩება.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, გუშინ ლაუტაროს აგენტი ინტერის წარმომადგენლებს შეხვდა და ახალ კონტრაქტზე პირველი საუბარი შედგა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ინტერი ლაუტაროს ხელფასის გაზრდას 5 მილიონამდე აპირებს, თუმცა ფეხბურთელის წარმომადგენლებს სურთ, რომ 23 წლის ფეხბურთელი ხელფასით რომელუ ლუკაკუს და კრისტიან ერიქსენს გაუთანაბრდეს და სეზონში 7 მილიონი მიიღოს.

მხარეები ერთმანეთს სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ შეხვდებიან და საბოლოო შეთანხმების მიღწევას შეეცდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *