Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლაუტაროსთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

რომელუ ლუკაკუს ინტერიდან წასვლის შემდეგ, იტალიურ მედიაში რამდენიმე გავლენიანმა წყარომ დაწერა, რომ ბენეამატა ლაუტარო მარტინესის გაყიდვასაც განიხილავდა, მაგრამ როგორც ჩანს არგენტინელი ფორვარდი ნერაძურის რიგებში დარჩება.

ლაუტაროს ტრანსფერზე ინტერს ბოლო პერიოდში ტოტენჰემმა და ატლეტიკომ მიმართეს, მაგრამ ჰაკიმი-ლუკაკუს გასხვისების შემდეგ, ბეპე მაროტა გუნდის ლიდერების გაყიდვას აღარ აპირებს და Corriere dello Sport-ის ცნობით, გუნდი არგენტინელს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერი ლაუტაროს ხელშეკრულების 2026 წლამდე გახანგრძლივებას შესთავაზებს, ხელფასს კი 5.5 მილიონამდე გაუზრდის.