Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლაუტაროსთან კონტრაქტს მომდევნო კვირას გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ლაუტარო მარტინესთან ახალ კონტრაქტს მომდევნო კვირის ბოლომდე გააოფიციალურებს.

ლაუტარო მარტინესის ინტერიდან შესაძლო წასვლის შესახებ იტალიურ მედიაში მთელი ზაფხულის განმავლობაში იწერებოდა, მაგრამ გაყიდვის შემდეგ ნერაძური ელ ტოროს შენარჩუნებას აპირებს და მას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს.

არგენტინელი ფორვარდის ახლანდელი ხელშეკრულება ინტერთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და მის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 111 მილიონი ევროა მითითებული. ლაუტარო ახალი შეთანხმების მიხედვით ბენეამატას რიგებში 2026 წლის ზაფხულამდე დარჩება, მისი ხელფასი 6.5 მილიონამდე გაიზრდება და დიდი ალბათობით მისი კონტრაქტიდან გამოსასყიდ პუნქტს საერთოდ ამოიღებენ, ან საგრძნობლად გაზრდიან.