Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლაუტაროს, ბასტონის და დე ვრეის კონტრაქტებს უახლოეს პერიოდში გაახანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნერაძური უახლოეს პერიოდში ლაუტარო მარტინესის, ალესანდრო ბასტონის და სტეფან დე ვრეის აგენტებს შეხვდება და მათთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას გააოფიციალურებს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ყველა სტივენ ჟანგის მილანში ჩაფრენას ელოდებოდა, რომელიც იტალიაში 7-თვიანი პაუზის შემდეგ გუშინ ჩავიდა.

აღნიშნული ტრიოს კონტრაქტების გარდა, ჟანგი გუნდის აქციონერებს შეხვდება და საბოლოოდ გაირკვევა, გაყიდის თუ არა Suning-ი ნერაძურის აქციების საკონტროლო პაკეტს…