Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ლაუტაროს გაორმაგებულ ხელფასს სთავაზობს

ნერაძური ლაუტარო მარტინესს ახალ კონტრაქტს უმზადებს და მზად არის, არგენტინელ ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ გაორმაგებული ხელფასი შესთავაზოს.

22 წლის შემტევი დიდი ხნის განმავლობაში ბარსელონას სატრანსფერო სამიზნე იყო, თუმცა ბოლო პერიოდში საუბრები ამ ტრანსფერზე მიწყნარდა და ინტერი მზად არის, ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს და ლაუტარო გუნდში კიდევ დიდი ხნით დატოვოს.

ლაუტარო ინტერს 2019 წელს, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მას ნერაძურისთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და სეზონში ამჟამად 3 მილიონ ევროს იღებს. ინტერი კი ახალი კონტრაქტის გაფორმებას 2025 წლამდე სთავაზობს, სეზონში კი 6 მილიონ ევროს ჰპირდება.

Leave a Reply

Your email address will not be published.