Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლაუტაროს გაყიდვას არ გამორიცხავს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი შესაბამისი წინადადების მიღების შემთხვევაში არგენტინელი ფორვარდის ლაუტარო მარტინესის გაყიდვას არ გამორიცხავს.

გუსინ ბეპე მაროტამ განაცხადა, რომ რომელუ ლუკაკუ გუნდს არანაირი თანხის სანაცვლოდ არ დატოვებდა, თუმცა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ლაუტაროსთან მიმართებასი იგივე დამოკიდებულება არ არსებობს.

ინტერმა აშრაფ ჰაკიმის სახით მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ერთი ლიდერი უკვე გაუშვა, თუმცა გუნდი კვლავ საკმაოდ რთულ ფინანსურ სიტუაციაშია და წყაროს ცნობით, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე 23 წლის არგენტინელის სანაცვლოდ 100 მილიონს გადაიხდის, ბენეამატა მზად არის ფეხბურთელს შეელიოს…