Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლაუტაროს 80 მილიონად გაყიდის ?

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერი მზად არის ლაუტარო მარტინესი 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაასხვისოს.

ბარსელონა გასულ ზაფხულს ლაუტაროს სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა ნერაძურიმ მისი გაყიდვა არ მოინდომა, თუმცა ფინანსური კრიზისის გამო იტალიურ მედიაში უკვე დიდი ხანია იწერება, რომ ნერაძურის ერთი ან რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, მათ შორის გუნდის ლიდერებისაც.

ლაუტარო მარტინესის სახელს ბარსელონას და მადრიდის რეალს უკავშირებენ, თუმცა ესპანური გრანდები ინტერის მსგავსად სერიოზულ ფინანსურ კრიზისში არიან და მათ ამ თანხის გადახდა არ შეუძლიათ, ამიტომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც არგენტინელის გაფორმება თეორიულად შეუძლია, მანჩესტერ სიტია, რომელიც არა ლაუტაროს, არამედ ლუკაკუს ტრანსფერით უფრო ინტერესდება.