ინტერი ლაუტარო მარტინესს ფასს არ დააკლებს

ლაუტარო მარტინესმა კოპა იტალიას ნახევარფინალში ბევრი ვერაფერი გააკეთა,თუმცა Tuttosport ირწმუნება,რომ ნერაძური ფეხბურთელის ფასის დაკლებას არ აპირებს.მილანელებს სჯერათ,რომ არგენტინელი შემტევი მსოფლიოში საუკეთესო გახდება და თუ ბარსელონას გამოსასყიდი თანხის გადახდა არ სურს,მაშინ მარტინესი ინტერში დარჩება.

ინტერი თანახმაა,რომ ესპანელებმა ტრანსფერში ჯუნიორ ფირპო ჩართონ და ასეთ შემთხვევაში 111 მილიონი ევროს ნაცვლად 90 მილიონს მოითხოვენ,თუმცა ბარსელონა ფირპოს 41 მილიონ ევროდ აფასებს.

კატალონიელებს ტრანსფერში კიდევ ერთი ფეხბურთელის,არტურო ვიდალის ჩართვა სურდათ,რომელიც ანტონიო კონტეს ერთ-ერთი ფავორიტი ნახევარმცველია,თუმცა ინტერის ხელმძღვანელობა უარზეა და მის ნაცვლად რაჯა ნაინგოლანის იმედი აქვთ.

Leave a Reply

Your email address will not be published.