Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი, ლაციო და რომა აინტრახტის ვინგერით ინტერესდებიან

იტალიური მედიის ინფორმაციით, აინტრახტის სერბი გარემარბის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერით ინტერი, ლაციო და რომა ინტერესდებიან, ფეხბურთელის აგენტი კი სამივე მათგანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

29 წლის ფეხბურთელს გერმანელებთან მიმდინარე კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება და აინტრახტს მისი გაყიდვა სეზონის ბოლოს მოუწევს.

FcInterNews-ის ცნობით, ამ მომენტისთვის ფავორიტად ინტერი მოიაზრება, რომელიც კოსტიჩს ივან პერიშიჩის პოტენციურ შემცვლელად მიიჩნევს. სერბმა ფეხბურთელმა სულ ახლახანს ახალი აგენტი ალესანდრო ლუჩი აიყვანა, რომელიც ნერაძურის არაერთი ფეხბურთელის ინტერესებს იცავს და გუნდის ხელმძღვანელობას მასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

წყაროს ცნობით, აინტრახტი ფეხბურთელს 18-20 მილიონის ფარგლებში აფასებს, თუმცა მისი კონტრაქტის სიტუაციიდან გამომდინარე გუნდებს კოსტიჩის გაფორმება ზაფხულში დაახლოებით 12 მილიონის რადიუსში შეეძლებათ.