Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ლორენტეს ტრანსფერზე გააქტიურდა

იტალიური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ინტერი ფერნანდო ლორენტეს ტრანსფერზე გააქტიურდა და ნაპოლის და ფეხბურთელის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა.

ინტერი სათადარიგო ცენტრალურ ფორვარდს ეძებს, რომელიც რომელუ ლუკაკუს დასვენების საშუალებას მისცემს. კონტეს მთავარი სამიზნეები ოლივიე ჟირუ და ედინ ჯეკო იყო, თუმცა ჟირუ ჩელსიდან წასვლას არ აპირებს, ჯეკო კი თუ რომას დატოვებს, დიდი ალბათობით იუვენტუსში გადავა.

მესამე ვარიანტი კონტეს სიაში იუვენტუსის ყოფილი შემტევი, ფერნანდო ლორენტე გახლავთ და დიდი ალბათობით ნერაძური შეტევის ხაზის დაკომპლექტებას სწორედ ესპანელი ფორვარდის გაფორმებით დაასრულებს.

Leave a Reply

Your email address will not be published.