Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ლუკაკუს ახალ კონტრაქტს უმზადებს

რომელუ ლუკაკუ ინტერში გადასვლის შემდეგ თავის კარიერაში საუკეთესო თამაშს აჩვენებს და გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაც გახდა და არაერთი ევროპული გრანდის სასურველ ფეხბურთელად იქცა.

27 წლის ფეხბურთელს ინტერთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა 90min.com-ის მტკიცებით, ნერაძური მას ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს შესთავაზებს, რომ მსურველები დააფრთხოს და ბელგიელი ფორვარდი გუნდში მაქსიმალურად დიდი ხნით დატოვოს.

თავის მხრივ, ლუკაკუ ინტერში ყოფნით ბედნიერია და გუნდის დატოვება არც მას სურს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე გუნდმა მისი დათანხმება მოახერხოს.

მიმდინარე სეზონში რომელუმ ინტერის მაისურით 13-ჯერ ითამაშა, 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.