Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლუკაკუს გამო 100 მილიონზე უარს იტყვის

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩელსი ფინანსური კრიზისის მიუხედავად შეტევის გასაძლიერებლად ზაფხულში კოლოსალური თანხის დახარჯვას აპირებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩელსის მფლობელს ერლინგ ჰაალანდის გაფორმება სურს, მაგრამ კონკურენციის გამო მის ალტერნატივას ეძებს და მისი ფავორიტი რომელუ ლუკაკუ გახლავთ.

წყაროს ცნობით, ჩელსი მზად არის 27 წლის ფორვარდის სანაცვლოდ დაახლოებით 100 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა ნერაძური ბელგიელი ფეხბურთელის გაყიდვას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს და სეზონის ბოლოს მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს.