Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ლუკაკუს სანაცვლოდ მიღებული თანხიდან 40 მილიონს დახარჯავს

რომელუ ლუკაკუს ჩელსიში ტრანსფერს მხოლოდ გაოფიციალურებაღა აკლია და ნერაძური მის სანაცვლოდ დაახლოებით 120 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, ინტერი ამ თანხიდან მესამედის დახარჯვას გეგმავს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლუკაკუს წასვლის შემდეგ ინტერს მისი შემცვლელის დამატება მაქსიმალურად მოკლე დროშ სურს, რადგან სეზონის დაწყებამდე უკვე არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი, მაგრამ ბეპე მაროტას შეზღუდული ფინანსების გამო გუნდის მთავარი სამიზნეების დამატება გაუჭირდება.

მაროტას, რომელიც ლუკაკუს წასვლის კატეგორიული წინააღმდეგია, ბელგიელის შეცვლა ფიორენტინას დუშან ვლაჰოვიჩით სურდა, მაგრამ მისი ფასი მინიმუმ 60 მილიონია, რაც ახალგაზრდა ფორვარდის ინტერში ხილვის შანსებს მინიმუმამდე ამცირებს.