ინტერი მაგუაიერის ტრანსფერით ინტერესდება
იტალიური მედიის ცნობით, ინტერი მანჩესტერ იუნაიტედის მცველის ჰარი მაგუაიერის ტრანსფერით ინტერესდება.
ბენეამატა მილან შკრინიარის შემცვლელის ძიებაშია, რომელმაც პსჟ-სთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მისი წასვლა ლომბარდიული გრანდიდან გადაწყვეტილია.
ინტერის ინსაიდერის ფაბრიციო ბიაზინის ინფორმაციით, ინტერს 29 წლის ინგლისელი მცველის იჯარით აყვანა სურს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.
მაგუაიერი მიმდინარე სეზონში არც თუ ისე ბევრ სათამაშო დროს იღებს, რის გამოც მან უკმაყოფილება ღიად არაერთხელ დააფიქსირა და საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელი იტალიში ტრანსფერს დათანხმდეს.