ინტერი მადრიდის რეალის ფეხბურთელს ყიდულობს

ინტერი სულ მალე სამეფო კლუბის  მცველს – აშრაფ ჰაკიმის 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს.

ჰაკიმი ამჟამად დორტმუნდის ბორუსიას ღირსებას იცავს,თუმცა სეზონის ბოლოს 2-წლიანი იჯარა უმთავრდება და მადრიდის რეალის განკარგულებაში ბრუნდება.

El Chiringuito და Sky Sport Italia ადასტურებს,რომ 21 წლის ფეხბურთელმა ინტერში გადასვლაზე თანხმობა უკვე განაცხადა.

მიმდინარე სეზონში ჰაკიმიმ 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.