Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მაისურის ახალ სპონსორს დღეს გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ცნობით, ინტერი მაისურს ახალ სპონსორს Socios.com-ს დღეს გააოფიციალურებს.

იტალიაში უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია, რომ Pirelli-ს ნერაძურის მაისურზე Socios-ი შეცვლის, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დღეს პარტნიორობა უკვე ოფიციალურად დადასტურდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ინტერი Socios-ისგან სეზონში 20 მილიონს მიიღებს, უკვე გაოფიციალურებული პარტნიორისგან – ლენოვოსგან კი დაახლოებით 10 მილიონს და საერთო ჯამში სწორედ ის თანხა გამოდის, რის მიღებაც ნერაძური იმედოვნებდა.