Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მაისურის ახალ სპონსორს 25 ივლისს გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა მაისურის ახალ სპონსორთან ყველა დეტალი შეათანხმა და მხარეებს შორის ხელშეკრულება 25 ივლისს გაოფიციალურდება.

ნერაძურის და Pirelli-ს 26-წლიანი პარტნიორობა სეზონის ბოლოს დასრულდა და ბენეამატა უკვე დიდი ხანია ახალ სპონსორს ეძებს დაროგორც ჩანს, იპოვნა კიდეც.

ინტერის მაისურის წინა მხარეს მომდენო სეზონიდან Socios.com-ი დაამშვენებს, რომელიც პარალელურად ვალენსიას და არგენტინული ინდეპენტიენტეს სპონსორიც გალავთ, ზურგზე კი ბენეამატას სპონსორი ლენოვო იქნება, რაც უკვე ოფიციალურად დადასტურა. გუნდი საერთი ჯამში მაისურის სპონსორებისგან სეზონში 30 მილიონ ევროს მიიღებს.