Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მაისურის სპონსორებისგან 30 მილიონს მიიღებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერმა საწადელს მიაღწია და მოდმევნო სეზონში მაისურის სპონსორებისგან საერთო ჯამში 25-30 მილიონ ევროს მიიღებს.

გასული სეზონის მსვლელობისას ცნობილი გახდა, რომ ინტერსა და Pirelli-ს შორის 26-წლიანი თანამშრომლობა სრულდებოდა და ბენეამატა უფრო სარფიან სპონსორს ეძებდა, რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა რომ ნერაძრის მაისურის ახალი სპონსორი Socios.com იქნება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, Socios-ი ინტერს სეზონში 20 მილიონს გადაუხდის, Lenovo კი, რომელიც მაისურის უკანა მხარეს იქნება გამოსახული, დაახლოებით 10 მილიონს, რაც საერთო ჯამში ნერაძურის მოთხოვნილი 30 მილიონი იქნება.