Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი მანჩესტერის მცველით ინტერესდება

SportMediaset-ის ინფორმაციით,ნერაძურის წარმომადგენლები მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირდნენ და კრის სმოლინგის ტრანსფერზე ინფორმაცია გამოითხოვეს.

მოგეხსენებათ სმოლინგმა გასული სეზონი რომაში,იჯარის წესით გაატარა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.დედაქალაქელებს მისი გამოსყიდვა სურდათ,თუმცა მხარეებმა ფასზე შეთანხმება ვერ მოახერხეს და სმოლინგი წითელი ეშმაკების რიგებს დაუბრუნდა.

რომაში ფრიდკინის მისვლის შემდეგ,ქალაქელებმა სმოლინგის გაფორმებაზე მუშაობა ხელახლა დაიწყეს,თუმცა ახლა მათ საკმაოდ სერიოზული კონკურენტი ჰყავთ ინტერის სახით.

ანტონიო კონტე მილან შკრინიარის თამაშით უკმაყოფილოა და ისეთი მცველის ძიებაშია, რომელიც 3-მცველიან ტაქტიკას მოერგება.ასეთი კი ზუსტად სმოლინგია,რომელმაც ფონსეკას 3-მცველიან სისტემაში თავი დადებითი კუთხით წარმოაჩინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.