Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მარიოს გაყიდვასთან ახლოს არის

პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და ბენფიკა შეთანხმებასთან არიან და სულ მალე ჯოაო მარიო ოფიციალურად ბენფიკას ფეხბურთელი გახდება.

გამოცემა Record-ის ინფორმაციით, მარიო პორტუგალიურ გუნდს დაახლოებით 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

მარიომ გასული სეზონი იჯარის წესით სპორტინგში გაატარა და მათ ტიტულის მოგებაშიც დაეხმარა, მაგრამ ლისაბონელებმა მის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებაზე და ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უარი თქვეს, რითიც თანაქალაქელმა ბენფიკამ ისარგებლა და მარიოს ტრანსფერი შეათანხმა.