Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მაროტას, აუსილიოს და ბაჩინის კონტრაქტებს გაუხანგრძლივებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი გუნდის დირექტორებს კონტრაქტებს უახლოეს კვირეებში გაუხანგრძლივებს.

ბეპე მაროტას, პიერო აუსილიოს და დარიო ბაჩინის კონტრაქტები გუნდთან 2022 წლის ზაფხულში ეწურებათ და ანტონიო კონტეს წასვლის შემდეგ იწერებოდა, რომ დირექტორები ბენეამატასთან ხელშეკრულებას აღარ გაახანგრძლივებდნენ და გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებდნენ, მაგრამ როგორც ჩანს შიდა კონფლიქტი მოგვარებულია და მათი ხელშეკრულებები კვლავ აქტუალური გახდა.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, გუნდის პრეზიდენტი სატრანსფერო ფანჯარაზე ზაფხულის განმავლობაში დირექტორების მუშაობით კმაყოფილია და მზად არის ისინი ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტებით დააჯილდოვოს.