Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი მესის სანაცვლოდ 250 მილიონ ევროს იხდიდა…

ბარსელონას ყოფილი პრეზიდენტის, ხოან ლაპორტას თქმით, ინტერს ლეო მესის გაფორმება ჯერ კიდევ 2006 წელს სურდა და მზად იყო, მის სანაცვლოდ 250 მილიონი ევრო გადაეხადა.

ლაპორტა ბარსელონას 2003-2010 წლებში ხელმძღვანელობდა და ბართომეუს წასვლის შემდეგ, ის გუნდში დაბრუნების ერთ-ერთი კანდიდატია.

Onda Cero-სთან ინტერვიუში მან ლეო მესის შესახებ ისაუბრა.

„არც ერთ ადამიანს, რომელსაც ბარსელონა უყვარს, მესის მიმართ არანაირი პრეტენზია არ უდნა ჰქონდეს. იმედი მაქვს, პრეზიდენტი გავხდები და მასთან შეთანხმებას მოვახერხებ.

„ჩვენ 2006 წელს მის სანაცვლოდ წარმოუდგენელი, 250 მილიონიანი წინადადება უარით გავისტუმრეთ, მორატის მისი ხილვა ინტერში სურდა.

„მე მაქვს გეგმა, თუ როგორ მოვაგვარო ურთიერთობა გუნდსა და მესის შორის და ბარსელონა იქ დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია.“