Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მესის ტრანსფერში აუტსაიდერია

სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და ლეო მესის ბარსელონადან წასვლის და მისი შესაძლო მომავალი გუნდის შესახებ ახალი ინფორმაციები ვრცელდება.

ესპანური გამოცემა OK Diario-ს მტკიცებით, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის გასაფორმებლად პსჟ, მანჩესტერ სიტი და ინტერი იბრძვიან.

მოგეხსენებათ, მესის კონტრაქტი ბარსელონასთან სეზონის ბოლოს იწურება და ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ის კატალონიურ გრანდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

გამოცემის მტკიცებით, ამ ეტაპზე მესისთვის გამართულ რბოლას პსჟ ლიდერობს, შემდეგ მანჩესტერ სიტია და ინტერი ჯერჯერობით ბოლო, მესამე პოზიციაზე იმყოფება…