Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი მზად არის, ჩალჰანოღლუს მოთხოვნები დაუკმაყოფილოს

ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტი კვლავ გაურკვეველი რჩება. რამდენიმე საათისწინ მოგახსენეთ, რომ მისი აგენტი იტალიაში ოთხშაბათს ჩაფრინდება და მილანთან შეთანხმებას კიდევ ერთხელ და სავარაუდოდ ბოლოჯერ შეეცდება.

სხვადასხვა წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელი სეზონში 6-7 მილიონ ევროს ითხოვს, რის გადახდასაც მილანი არ აპირებს.

Sport Mediaset-ის ინფორმაციით, ინტერი სიტუაციას ყურადღებით აკვირდება და მზად არის ფეხბურთელს მოთხოვნები დაუკმაყოფილოს და სასურველი ხელფასი გადაუხადოს.