Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი – მილანი პრევიუ

ხვალინდელი დერბი გუნდებს შორის გამართული 173-ე მატჩი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ინტერი მუდმივ მეტოქეს 66 – 51 ამარცხებს.

ნერაძური მატჩს ფსიქოლოგიური უპირატესობით ხვდება, რადგან ბოლო 4 დერბი ნერაძურის გამარჯვებით დასრულდა. ამაზე დიდი მოგებათა სერია ინტერს მხოლოდ 1979 – 83 წლებში ჰქონდა – ზედიზედ 5 მოგება.

თუ ხვალ ინტერი მოგებას მოახერხებს, ანტონიო კონტე გახდება პირველი მწვრთნელი გუნდის ისტორიაში, რომელიც პირველი 3 დერბის მოგებას შეძლებს.

ორივე გუნდი 2020 წელს შესანიშნავ შედეგებს დებს. მხოლოდ ატალანტამ(56 ქულა) მოახერხა მილანზე(54 ქულა) და ინტერზე(47 ქულა) მეტი ქულის მოპოვება. როსონერიმ ლიგაში ყველაზე მეტჯერ – 10-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა და ყველაზე ცოტა – 22 გოლი გაუშვა.

მილანური გრანდები შეტევაშიც შესანისნავად ასპარეზობენ და ორივე მათგანს იდენტური – 42 გოლი აქვთ გატანილი, რაც ატალანტას 68 გოლის შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელია.

ბებრები ახალგაზრდების წინააღმდეგ

ინტერი თავიანთი პრიექტის იმ ეტაპზე იმყოფებიან, როდესაც მათგან ყველა ტიტულის მოგებას ითხოვს, მილანი კი ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ლიდერებთან ჩამორჩენის აღმოფხვრას და ახალგაზრდა ფეხბურთელებით ახალ გუნდს აწყობს.

სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გამოჩნდა, რომ ინტერი გამოცდილ და უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელებს ყიდულობდა, მილანი კი ახალგაზრდა ტალანტებს, რომლებსაც უმაღლეს დონეზე ჯერ თავი გამოჩენილი არ ჰქონდათ.

სპეციასთან გამართულ მატჩში მილანის 7 ფეხბურთელი 1999 წელს ან უფრო გვიან იყო დაბადებული და ასეთი მაჩვენებელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში პირველად დაფიქსირდა.

საშუალო ასაკი გუნდებში:

ტიტანების ჯახი

ახლანდელ მოთამაშეებში ზლატან იბრაჰიმოვიჩზე მეტი გოლი არავის გაუტანია. შვედ ფეხბურთელს საერთო ჯამში 6 გოლი დაუგროვდა, რომელთაგან 4 მილანის, 2 კი ინტერის შემადგენლობაში გაიტანა. მასზე მეტი გოლი მილანურ დერბიში მხოლოდ 7 ფეხბურთელს აქვს გატანილი, რეკორდის მფლობელი კი ლეგენდარული ჯუზეპე მეაცაა – 12 გოლით.

იბრა სერია ა-ს ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ორივე მილანურ გუნდში 50-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა: ინტერი – 57, მილანი – 54.

მილანი არის იმ 4 გუნდთაგან ერთ-ერთი, რომელსაც ლუკაკუმ სახლშიც გაუტანა და გასვლაზეც.

2020 წელს ლუკაკუ(14 გოლი) და იბრა(12 გოლი) ლიგის საუკეთესო 6 გოლეადორს შორის არის. ლუკაკუს დარტყმულების 24 პროცენტი გოლით მთავრდება, ზლატანის მაჩვენებელი კი 16 პროცენტია.

მალდინების დინასტია გრძელდება

19 წლის დანიელ მალდინის შეუძლია გახდეს მალდინების მესამე გენერაციის წარმომადგენელი, რომელიც მილანურ დერბიში მონაწილეობას მიიღებს.

პირველად ეს პატივი მის ბაბუას, ჩეზარე მალდინის, შემდეგ კი მის მამას, პაოლო მალდინის ერგო. მალდინის მილანურ დერბიში ჩატარებული მატჩების რეკორდი ეკუთვნის – 56 შეხვედრა.