Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი მოიზე კინის გაფორმებას განიხილავს

ინტერი ლაციოდან ხოაკინ კორეას ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს, თუმცა რომაელები მის სანაცვლოდ 40 მილიონს ითხოვენ, ნერაძურის კი 30-ზე მეტის გადახდა არ სურს და მათ შესაძლოა ალტერნატიულ ვარიანტებზე დაიწყონ ფიქრი.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კორეას ინტერში ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, ნერაძურის პრიორიტეტული სამიზნე ევერტონის 21 წლის ფორვარდი მოიზე კინი იქნება.

იუვენტუსის აკადემიის აღზრდილს ევერტონიდან კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი და მის სანაცვლოდ ინგლისელები 30 მილიონ ევროს ითხოვენ.