Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ნაინგოლანის ფასის დაკლებას არ აპირებს

ინტერსა და კალიარის შორის რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა მხარეები ბელგიელის ფასზე შეთანხმებას ვერ ახერხებენ.

ნერაძური 32 წლის ფეხბურთელს 12 მილიონ ევროდ აფასებს, თუმცა კალიარი ამ თანხის გადახდას არ აპირებს და შესაძლოა, ფეხბურთელის კალიარიში დაბრუნების სურვილის მიუხედავად, ის ინტერში დარჩეს.

კალიარიმ ინტერს ნაინგოლანის სანაცვლოდ თანხასთან ერთად 19 წლის ნახევარმცველი, რიკარდო ლადინეტი შესთავაზა, თუმცა მილანელები ახალგაზრდა იტალიელის ტრანსფერში ჩართვით დაინტერესებულები არ არიან და მხოლოდ ფულის მიღება სურთ.