Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ნაინგოლანს კალიარიში უფასოდ გაუშვებს…

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და რაჯა ნაინგოლანი კონტრაქტს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვეტენ, რის საანცვლოდან ნერაძური ბელგიელ ფეხბურთელს 1 მილიონს გადაუხდის და ის კალიარის თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.

ნაინგოლანის კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა ის ნერაძურის გეგმებში არ შედის და გუნდის ხელმძღვანელობას მისთვის 1 წლის ხელფასის – 3.2 მილიონის გადახდის სურვილი არ აქვს, ამიტომ ფეხბურთელთან კონტრაქტის გაწყვეტას დათანხმდა.

საბოლოო დეტალების შეთანხმების შემთხვევაში ნაინგოლანი კალიარისთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი გასამრჯელო წლიურად 2 მილიონი ევრო იქნება.