Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ნანდესის გაფორმებას იანვარში შეეცდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კალიარის ნახევარმცველის ნაიტან ნანდესის გაფორმებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

ნერაძური ურუგვაელი ფეხბურთელის შეძენას, რომელსაც მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, ზაფხულის განმავლობაში აქტიურად ცდილობდა, მაგრამ ფეხბურთელის სურვილის მიუხედავად ტრანსფერი ვერ განხორციელდა, რადგან გუნდებს შორის სატრანსფერო ფასზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

L’Interista-ს ცნობით, ნერაძური იანვარში კალიარისთან შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეეცდება და 25 წლის ნახევარმცველს იმედი აქვს, რომ გუნდები ამჯერად მაინც შეთანხმდებიან და ის კარიერას ბენეამატას რიგებში გააგრძელებს.