Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ნანდესის ტრანსფერში 2 ფეხბურთელის ჩართვას გეგმავს

ინტერსა და კალიარის შორის ნაიტან ნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით კიდევ ერთი შეხვედრა მომდევნო კვირას შედგება და ბენეამატას იმედი აქვს, რომ სარდინიელებთან საერთი ენის გამონახვას მოახერხებს.

კალიარი 25 წლის ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონის გადახდას ითხოვს, ნერაძურის კი ფინანსური სიტუაციიდან გამომდინარე ამ თანხის გადახდა არ შეუძლია და მზად არის, კალიარის ორი ფეხბურთელი შესთავაზოს, რათა ნანდესის ღირებულება შეამციროს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერს ტრანსფერში ლუსიენ აგუმესა და ანდრეა პინამონტის ჩართვას გეგმავენ და მათთან ერთად კალიარის 17-18 მილიონს შესთავაზებენ…