Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ნანდესის ტრანსფერს პარასკევს გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი და კალიარი ნაიტან ნანდესის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებასთან ახლოს არიან და ნერაძური იმედოვნებს, რომ ტრანსფერს პარასკევს გააოფიციალურებს.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ნანდესის იჯარის სანაცვლოდ ინტერი კალიარიში რაჯა ნაინგოლას გაუშვებს, რასაც დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს დაუმატებს, სეზონის ბოლოს კი ბენეამატას ფეხბურთელის გამოსყიდვის საშუალება დაახლოებით 17-18 მილიონად ექნება.

ინტერმა ნანდესთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე საკმაოდ დიდი ხანია შეათანხმა და თუ ბენეამატამ მისი გამოსყიდვა მოისურვა, 25 წლის ურუგვაელი ნახევარმცველი, რომელსაც მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, მილანურ გრანდთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს, მისი გასამრჯელო კი 3 მილიონი იქნება.