Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ნაპოლისთან მატჩს სერიოზული დანაკლისით ხვდება

ინტერს სერია ა-ს მომდევნო ტურში ნაპოლის წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი მატჩი ელოდება, თუმცა სავარაუდოდ ნერაძურის ცხრილის ლიდერებთან თამაში დიდი დანაკლისით მოუწევს.

გუშინ ბენეამატას სამხრეთ ამერიკული დუეტი ალექსის სანჩესი და ლაუტარო მარტინესი, რომლებიც ნაკრებების რიგებში გამოდიოდნენ, თავიანთი მატჩები ტრავმების გამო ვადაზე ადრე დაასრულეს.

Tuttomercato-ს ინფორმაციით, ორივე მათგანი სამედიცინო შემოწმებას მილანში დაბრუნებისთანავე გაივლიან და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა რომელიმე ნაპოლის წინააღმდეგ თამაშს.