Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ნაპოლის ალანის სანაცვლოდ ბროზოვიჩს სთავაზობდა

ალანი უკვე ევერტონის ფეხბურთელია, თუმცა ნეაპოლის ერთ-ერთი სპორტული გამოცემის, Corriere del Mezzogirno-ს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის ხელში ჩაგდება ანტონიო კონტეს სურდა და მზად იყო, მის სანაცვლოდ მარსელო ბროზოვიჩი დაეთმო.

ნერაძურიმ ალანის გაფორმება პირველად იანვარში სცადა და მის სანაცვლოდ ნაპოლის მატიას ვესინო შესთავაზა. კონტეს ალანის შეძენა ახლაც სურდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ გუნდის ხელმძღვანელობა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფულის დახარჯვას არ აპირებს, ინტერმა ნაპოლის მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა ვერ მოახერხა, დე ლაურენტისმა კი ალანი-ბროზოვიჩის ბარტერზე უარი განაცხადა დ 29 წლის ბრაზილიელი ევერტონში აღმოჩნდა…

Leave a Reply

Your email address will not be published.