Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი ნაპოლის დუოს გაფორმებას გეგმავს

Tuttosport-ის ინფორმაციით, ინტერი არკადიუშ მილიკს იანვარში, ან სეზონის ბოლოს გაფორმებას გეგმავს და მის გარდა მათ სატრანსფერო სიაში ნაპოლის ნიკოლა მაკსიმოვიჩია, რომელსაც მილიკის მსგავსად კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება.

მილიკი ნერაძურის რადარზე უკვე დიდი ხანია იმყოფება და პოლონელი ფეხბურთელი დიდი ალბათობით გუნდს იანვარში დატოვებს, რადგან ნაპოლიმ ის არც ევროპა ლიგის და არც სერია ა-ს განაცხადში არ შეიყვანა, თუმცა ინტერს მის სანაცვლოდ ფულის გადახდა არ სურს და თუ პარტენოპეი 26 წლის ფორვარდის უფასოდ გაშვებას არ დათანხმდება, მილანელები სეზონის ფინიშს დაელოდებიან და მას უფასოდ გაიფორმებენ.

ასევე არ არის გამორიცხული, რომ ინტერმა მის სანაცვლოდ ნაპოლის მატიას ვესინო შესთავაზოს, რომელიც კონტეს გეგმებში არ შედის.

მაკსიმოვიჩს რაც შეეხება, ნაპოლის ფეხბურთელის დაკარგვა არ სურს, თუმცა ფეხბურთელი სათამაშო დროის ნაკლებობით უკმაყოფილოა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ახალ კონტრაქტს ხელი მოაწეროს და ნეაპოლში დარჩეს.