Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი – ნაპოლის მატჩი სრული ანშლაგით ჩაივლის

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ს მომდევნო ტურის ცენტრალური მატჩი, რომელიც ჯუზეპე მეაცაზე, ინტერსა და ნაპოლის შორის გაიმართება, სრული ანშლაგით ჩაივლის.

FcInterNews-ის ცნობით, აღნიშნული მატჩისთვის გამოყოფილი 57,000 ბილეთი, რაც კორონა ვირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის გამო ამ ეტაპზე მაქსიმუმი გახლავთ, სრულიად გაყიდულია და პარტენოპეის 21 ნოემბერს გადავსებული სან სირო დახვდება.