Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი – ნაპოლი, სტატისტიკა

დღეს, 21:00 საათზე სერია ა-ს მე-13 ტურის ცენტრალური მატჩი მილანში, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე გაიმართება, სადაც ერთმანეთს ინტერი და ნაპოლი დაუპირისპირდებიან და ნერაძური ლიდერებთან სხვაობის შემცირებას, ნაპოლი კი მილანის მარცხით სარგებლობას და ერთპიროვნულად გალიდერებას შეეცდება.

გუნდები ერთმანეთს აქამდე სერია ა-ში 150-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 67-ჯერ გამარჯვებული ინტერი დარჩა, ნაპოლიმ 46-ჯერ იმარჯვა, 37 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

ბოლო 2 სეზონის განმავლობაში, ინტერმა ნაპოლისთან არც ერთი შეხვედრა არ წააგო, 3 გამარჯვება და 1 ფრე. ბოლოს კამპანიას მაცხოვრებლებმა ბენეამატა 3 წლის წინ, 4-1 დაამარცხეს.

ნაპოლი ზედიზედ 4 მატჩია, რაც ინტერის მოედანზე გოლის გატანას ვერ ახერხებს და თუ გოლის გატანა ვერც დღევანდელ მატჩში მოახერხა, ეს ამ დულში პირველად მოხდება. ბოლოს მეაცაზე ნაპოლის მაისურით კალეხონმა გაიტანა, 2017 წელს.

ინძაგი და სპალეტი ერთმანეთს სერია ა-ში აქამდე 6-ჯერ დაუპირისპირდნენ, მათ შორის 3 სპალეტის გამარჯვებით დასრულდა, 2-ჯერ ინძაგიმ იმარჯვა და ერთ მატჩში მხარეებმა ქულები გაიყვეს.