Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ონანასთან კონტრაქტს იანვარში გააფორმებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორამციით, ინტერსა და აიაქსის კარის დარაჯს ანდრე ონანას შორის კონტრაქტის ყველა დეტალი შეთანხმებულია და კამერუნელი კარის დარაჯი ნერაძურისთან კონტრაქტს ახალი წლის შემდეგ გააფორმებს.

ონანას აიაქსთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ინტერს მასთან პრე-კონტრაქტის გაფორმების უფლება სწორედ ახალი წლის შემდეგ ექნება.

ონანას გაფორმების სურვილი სხვა რამდენიმე გრანდმაც გამოთქვა, თუმცა დი მარციოს ცნობით, 25 წლის ფეხბურთელის ნერაძურის რიგებში ტრანსფერი დროის საკითხია.

ონანა ინტერთან სავარაუდოდ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი წლიური გასამრჯელო 4 მილიონი ევრო იქნება.