Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი ონანას ტრანსფერს თებერვალში გააოფიციალურებს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ინტერი აიაქსის კარის დარაჯს ანდრე ონანას პრე-კონტრაქტს თებერვალში გაუფორმებს, სეზონის ბოლოს კი კამერუნელი კიპერი ნერაძურის რიგებს შეუერთდება.

25 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდელებთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს იწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ ის გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ფეხბურთელის უფასოდ დამატების სურვილი არაერთმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერს ონანასთან პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს და ის ხელშეკრულებას თებერვალში გააფორმებს.

წყაროს ცნობით, ონანა ინტერის რიგებში 4 წელი დარჩება და მისი წლიური გასამრჯელო 3.5 მილიონი იქნება.