Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პალმიერის ტრანსფერს მიუბრუნდა

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ინტერი ჩელსის მარცხენა უკანახაზელის ემერსონ პალმიერის გაფორმებას სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში კიდევ ერთხელ ეცდება.

მარცხენა ფლანგი გასულ სეზონში ინტერის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პოზიცია იყო და ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ბეპე მაროტა ამ პრობლემის მოგვარებას ჩელსის ფეხბურთელის გაფორმებით გეგმავს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერის მესვეურები პალმიერის აგენტებს უკვე დაუკავშირდნენ და ფეხბურთელისგან ტრანსფერზე თანხმობა მიიღეს. ნერაძურის მისი ტრანსფერი დაახლოებით 10-12 მილიონი დაუჯდება.

გათიშვა