Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პალმიერის ტრანსფერზე მუშაობას თავს ანებებს

იტალიური მედიის ცნობით, ინტერმა და ჩელსიმ ემერსონ პალმიერის სატრანსფერო ღირებულებაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და დიდი ალბათობით ნერაძური იტალო-ბრაზილიელის ტრანსფერზე მუშაობას თავს დაანებებეს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ჩელსის მარცხენა უკანახაზელის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო სურს, ინტერს კი 10 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდა, საკმაოდ დიდი სხვაობის გამო კი მხარეებს შეთანხმება გაუჭირდებათ.