Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი პარტეის სანაცვლოდ 2 ხორვატ ფეხბურთელს დათმობს

ანტონიო კონტე ნ’გოლო კანტეს ტრანსფერზე ოცნებობს და ინტერი ფრანგი ფეხბურთელის გაფორმებას ჯერ კიდევ ცდილობს, თუმცა ჩელსი ტრანსფერში ფეხბურთელების ჩართვაზე უარს აცხადებს, მის სანაცვლოდ მოთხოვნილი 60-70 მილიონის გადახდის შესაძლებლობა კი ამ ეტაპზე ნერაძურის არ აქვს და გუნდის ხელმძღვანელობა პარალელურად მის ალტერნატივებზე მუშაობს.

ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი მადრიდის ატლეტიკოს თომას პარტეია, რომელსაც კონტრაქტში გამოსასყიდ პუნქტად 50 მილიონი ევრო უწერია და ინტერი ესპანელებს მის სანაცვლოდ ორ ხორვატ ფეხბურთელს, ივან პერიშიჩს და მარსელო ბროზოვიჩს დათმობს, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 55-60 მილიონი ევროა.

Leave a Reply

Your email address will not be published.