Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პერიშიჩის გაყიდვას გეგმავს

ივან პერიშიჩმა ინტერში სეზონი არც თუ ისე წარმატებულად დაიწყო, თუმცა სეზონის მეორე ნახევრიდან გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა და სკუდეტოს მოპოვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ამის მიუხედავად, Gazzetta dello Sport-ის ცნობით ნერაძურის რთული ფინანსური სიტუაციის გამო ფეხბურთელის გაყიდვა სურს. პერიშიჩის კონტრაქტი ინტერთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და ის სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

პერიშიჩის გარდა, გუნდს ეშლი იანგიც დატოვებს, რომელსაც ინტერთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ნერაძური 35 წლის ვეტერანთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აღარ აპირებს.