Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პერიშიჩის შეცვლას აინტრახტის ფეხბურთელით გეგამვს

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი შეეგუა ფაქტს, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ივან პერიშიჩი დატოვებს და მისი პოტენციური შემცვლელი უკვე იპოვნა.

პერიშიჩს ინტერთან მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ბენეამატამ 33 წლის ფეხბურთელს ხელშეკრულების გახანგრძლივება შესთავაზა, თუმცა შემცირებული ხელფასით, რაზეც უარი მიიღო.

Calciomercato-ს ცნობით, ინტერი პერიშიჩის ჩანაცვლებას აინტრახტის ვინგერის ფილიპ კოსტიჩის ტრანსფერით გეგმავს. წყაროს ინფორმაციით, ინტერმა მის სანაცვლოდ 10 მილიონი უკვე გაამზადა და იმის გათვალისწინებით, რომ 28 წლის სერბს გერმანელებთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, ეს თანხა სავარაუდოდ საკმარისი იქნება.