ინტერი პერიშიჩს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს
ინტერის 32 წლის ვინგერის ივან პერიშიჩის კონტრაქტი გუნდთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და იტალიური მედიის ცნობით, ნერაძური მას ახალ კონტრაქტს აღარ შესთავაზებს.
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერს იმედი აქვს, რომ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ხორვატ ფეხბურთელს მსურველები გამოუჩნდება და მის გაყიდვას მოახერხებს, რითიც პერიშიჩისთვის გადასახდელ ხელფასს – 5 მილიონ ევროს დაზოგავს, თუმცა თუ მას მსურველი არ გამოუჩნდა, პერიშიჩი ინტერს მომდევნო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
პერიშიჩი ინტერს 2015 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ გუნდის მაისურით ჩატარებულ 205 მატჩში 45 გოლის გატანა მოახერხა.