Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პიანიჩის დამატებას განიხილავს

ესპანური მედიის ინფორამციით, ინტერი ზაფხულში იუვენტუსის ყოფილი ნახევარმცველის მირალემ პიანიჩის გაფორმებას განიხილავს.

პიანიჩი ბარსელონაში იუვენტუსიდან 2020 წლის სექტემბერში, 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა, თუმცა ბოსნიელმა ფეხბურთელმა თავის გამოჩენა ვერ მოახერხა და 28 მატჩში აქტივში ვერც გოლი და ვერც საგოლე გადაცემა ვერ ჩაიწერა.

ესპანური Diario Sport-ის ინფორმაციით, პიანიჩი კუმანის გეგმებში არ შედის და ბოსნიელი სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს, მისი გაფორმების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი კი ინტერი იქნება. ფეხბურთელის შეძენა ნერაძურის დაახლოებით 25-30 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.

გათიშვა