Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პიანიჩს ბროზოვიჩის შემცვლელად განიხილავს

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერმა შესაძლოა მარსელო ბროზოვიჩი მირალემ პიანიჩით შეცვალოს.

მარსელო ბროზოვიჩი გასულ სეზონში ინერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი იყო და სიმონე ინძაგის მისი შენარჩუნება სურს, მაგრამ ხორვატ ფეხბურთელს ნერაძურისთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ ხელფასის 4.5 მილიონიდან 6.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს, ინტერი კი სახელფასო ჭერის შემცირებას ცდილობს და ჯერჯერობით მხარეები ვერ თანხმდებიან.

პიანიჩი ბარსელონას გეგმებში არ შედის და ბოსნიელ ფეხბურთელს სერია ა-ში დაბრუნება სურს. პიანიჩის პრიორიტეტი იუვენტუსია, მაგრამ ბიანკონერისთვის ის პრიორიტეტული სამიზნე არ გახლავთ და თუ ინტერმა ბროზოვიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება ვერ მოახერხა, ბენეამატა 31 წლის ნახევარმცველის დამატებას შეეცდება.