Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერი პინამონტის გამოსყიდვას არ აპირებს

ინტერის ხელმძღვანელობას ჯენოას აცნობა, რომ ანდრეა პინამონტის კონტრაქტში არსებული პუნქტის ამოქმედებას და ფეხბურთელის 20 მილიონად გამოსყიდვას არ აპირებენ.

21 წლის შემტევი ინტერმა ჯენოას 18 მილიონ ევროდ მიჰყიდა და ნერაძურის მისი უკან გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეეძლო, თუმცა FCInterNews-ის ინფორმაციით, გუნდი პუნქტის ამოქმედებას არ გეგმავს, რაც გენუელებისთვის არც თუ ისე კარგი ამბავია, რადგან მათ 20 მილიონის მიღების იმედი ჰქონდათ და ახლა სხვა მყიდველის ძებნა მოუწევთ.

პინამონტი ინტერის აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ახალგაზრდაა, თუმცა ანტონიო კონტეს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელის ნაცვლად შეტევის ხაზში უფრო გამოცდილი ფეხბურთელი სურს და ისედაც მწირი ბიუჯეტის დახარჯვას მასში არ აპირებს.

პინამონტიმ გასულ სეზონში ჯენოას მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Leave a Reply

Your email address will not be published.