Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პინამონტის გაყიდვას არ აპირებს

იტალიური მედიის ინფორამციით, ემპოლიმ ინტერის საკუთრებაში მყოფი ფორვარდის ანდრეა პინამონტის გამოსყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წამოწყება სცადა, თუმცა ნერაძურის მესვეურების მხრიდან კატეგორიული უარი მიიღო.

22 წლის ემპოლის წარმატებულ სვლაში ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. ახალგაზრდა ფორვარდმა მიმდინარე სეზონში სერია ა-ს 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.

FcInterNews-ის ცნობით, ნერაძური პინამონტიზე დიდ იმედებს ამყარებს და მის სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს არც კი განიხილავს. ის სეზონის ბოლოს ბენეამატას რიგებში დაბრუნდება და სავარაუდოდ სიმონე ინძაგის გუნდის მნიშვნელოვანი წევრიც გახდება.