Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერი პინამონტის დაიბრუნებს

ნერაძური სათადარიგო შემტევის ძიებას განაგრძობს და Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ინტერი ჯენოას 21 წლის შემტევის, ანდრეა პინამონტის გამოსყიდვას განიხილავს.

პინამონტი, რომელიც ინტერის აკადემიის აღზრდილია, გასული სეზონი იჯარის წესით ჯენოაში გაატარა და გენუელებმა ფეხბურთელი 17 მილიონ ევროდ გამოისყიდეს, თუმცა კონტრაქტში არსებობს პუნქტი, სადაც მითითებულია, რომ ინტერს ფეხბურთელის უკან გამოსყიდვა 19.5 მილიონ ევროდ შეუძლია.

წყარო იმასაც ამტკიცებს, რომ ინტერი ფეხბურთელს პირადი კონტრაქტის დეტალებზეც შეუთანხმდა და პინამონტი ინტერში იგივე ხელფასს მიიღებს, რასაც ჯენოაში – 3 მილიონ ევროს.

Leave a Reply

Your email address will not be published.